თავში

ბათუმში ე.წ მასაჟის სალონებში პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ბათუმში ე.წ მასაჟის სალონებში პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ბათუმში ე.წ მასაჟის სალონებში პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, ე.წ მასაჟის სალონებში პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 12 ობიექტზე მიმდინარეობს. 

როგორც Report.ge-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში განუმარტეს, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით დაწყებული გამოძების ფარგლებში მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს. კერძოდ, საუბარია პროსტიტუციისთვის ფართის გაცემის ფაქტზე. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

აღნიშნული ობიექტების თანამშრომლებს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანენ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system