თავში

ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება-გასაღების ბრალდებით დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება-გასაღების ბრალდებით დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს
ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადება-გასაღების ბრალდებით დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე 11 ბრლდებული პირისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა შსს-ში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა პოლიციის მთავარ სამმართველოში უკვე გადაიყვანეს ერთ-ერთი ბრალდებული, დაზარალებული არასრულწლოვნის დედა, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა ბრალის წარდგენის შემდეგ თქვა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გაუგებარია დაკავების მიზეზი, რადგან ამ საქმეზე ის დაზარალებულად იყო ცნობილი.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არასრულწლოვნის დედაა, თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი ამ საქმეზე. მისი შვილი ჩაითრიეს ამ საქმეში. როგორც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გადმომცა, მისი შვილი ამ საქმეში პედაგოგმა ჩაითრია“, – განაცხადა ლ.ზ.-ს ადვოკატმა ბონდო ვათიაშვილმა.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 პირი დააკავა, მათ შორის არიან ბავშვების მშობლები და პედაგოგი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system