თავში

საქართველოში მკვლელობისთვის ინტერპოლით ძებნილი "კანონიერი ქურდი" რუსეთში დააკავეს

საქართველოში მკვლელობისთვის ინტერპოლით ძებნილი "კანონიერი ქურდი" რუსეთში დააკავეს
საქართველოში მკვლელობისთვის ინტერპოლით ძებნილი კანონიერი ქურდი რუსეთში დააკავეს

სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 57 წლის ნადირ ისმაილოვი, მეტსახელად ლოტუ გული დააკავეს.

ე.წ. კანონიერი ქურდი რუსეთში, სამარის ოლქში აიყვანეს.

,,ლოტუ გული" უკრაინის მოქალაქეა. მას საქართველოში ჩადენილი მკვლელობისთვის ,,ინტერპოლი" ეძებდა.

2017 წლიდან ის საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა და რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა. მას ბრალად ედებოდა აზერბაიჯანის საპატიმროდან, გამოძალვის მიზნით, სამი ადამიანის გატაცების ორგანიზება მოსკოვსა და ტოლიატიში.

როგორც უკრაინული მედია წერს, დაკავებულის მიმართ ამჟამად საექსტრადაციო შემოწმება ტარდება.

ისმაილოვს ,,ქურდულ სამყაროში" ერთ-ერთ ავტორიტეტულ ე.წ. კანონიერ ქურდად იცნობენ.

ნადირ ისმაილოვი არაერთი სასტიკი დანაშაულისთვის არის გასამართლებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system