თავში

მასწავლებელი მოსწავლესთან ჩხუბის გამო დააპატიმრეს - VIDEO

​მასწავლებელი მოსწავლესთან ჩხუბის გამო დააპატიმრეს
მასწავლებელი მოსწავლესთან ჩხუბის გამო დააპატიმრეს - VIDEO

ამერიკელი მასწავლებელი მოსწავლესთან ჩხუბის გამო დააპატიმრეს. შემთხვევა მერილენდის სკოლაში მოხდა. ძალადობის ამსახველი ვიდეო მედიაში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ 17 წლის მოზარდი მასწავლებელს შეახტა და ცემა დაუწყო, რასაც 36 წლის ქალისგან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. სხვა მოსწავლეები კონფლიქტში მალე ჩაერივნენ და კონფლიქტის მონაწილეები გააშველეს.

პოლიციის ცნობით, არც ერთ მათგანს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. ინციდენტს მინიმუმ 30 სტუდენტი და სკოლის ადმინისტრაციის 8 თანამშრომელი შეესწრო.

მასწავლებელი არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ჯარიმის გადახდა მოუწევს. დეტექტივები ფინანსური სახდელის დაკისრებას ითხოვენ მოსწავლის მიმართაც.

როგორც ცნობილია, კონფლიქტის მიზეზი მოსწავლის მშობლების სკოლაში დაბარება გახდა.

გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system