თავში

მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა ბექაური პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა ბექაური პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს
მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა ბექაური პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა ბექაური პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა.

"გუშინ საღამოს მე და ჩემი ძმაკაცი საღამოს ვარჯიშის შემდეგ ვსეირნობდით მარჯანიშვილზე.სამი პოლიციელი იდგა ერთერთმა გაგვაჩერა თქვენი საბუთები წარმოგვიდგინეთო ძაან ნაგლად და ნაგლი მზერით, ჩემმა ძმაკაცმა ამოიღო პირადობა მევუთხარი არ მაქ ძმაოთქო და ისევ ნაგლად მომმართა, ძმაოთი რატო მომმართავო. მეთქი აბა როგორ მოგმართო, ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ ხო მეთქი, შენო ესეთი ლაპარაკი ვინ გასწავლა, შე უზრდელოო” , - წერს ბექაური.

მისი პოსტიდან ირკვევა, რომ სამართალდამცველებმა ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც სხვა პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.

„უცებ ერთი შევარდა განყოფილებაში, ვიფიქრე ვინმე შეგნებული გამოვა თქო და დაველაპარაკები ნორმალურად, ადამიანურად და კაცურად და რას ვხედავ, გამოვარდა ხუთი კაცი და ყველამ რტყმა დამიწყო ერთად. მეც რა თქმა უნდა, უკან არ ვიხევდი, ვაგინებდი და ვაკეთებდი რაც შევძელი იმ წუთას, მანქანაშივე ვცდილობდი ამეხსნა, რო სპორტსმენი ვიყავი და და ჩვენი სამშობლო ბევრჯერ მისახელებია და ვესაუბრებოდი ქართველობაზე, კაცურზე, სულ გვკიდია შენი ძიუდოო და ყველაფერიო, შენ გასწავლით როგორ უნდა ზრდილობაო. მერე შემათრიეს სადღაც ოთახში მანდ უკვე ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა“, - ეწერა პოსტში, რომელიც სპორტსმენმა გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ საათში წაშალა.

მისი თქმით, პოლიციელები ნარკოტიკის ჩადებასაც ცდილობდნენ.

„თავში მირტყამდნენ, ამათი დედა ვატირე, მეკიდე თავს ვურტყამდი ბორკილები მედო, თორე ყველას ერთად ვცემდი,,,,, მერე დაწყნარდნენ "ჩვენი სამშობლოს დამცველები" და გამსინჯეს სხეულზე რამე სილურჯეები ხო არ მქონდა, უნდა შეგამოწმოთო, რამე ხოარ გჭირსო, ამის მერე მეუბნებიან, მოეწვათ ბიჭუნებს შეეშინდათ არგვიჩივლოსო ალბათ ამათი...“ , - აღწერს მომხდარს ლაშა ბექაური.

მისი თქმით, ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს მიიღებს. 

ლაშა ბექაურმა ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი 2018 წლის ოქტომბერში მოიპოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system