თავში

სისხლის კვალი და ყვითელი ლენტი - რა მოხდა სპორტის სასახლესთან - განახლებულია

სისხლის კვალი და ყვითელი ლენტი - რა მოხდა სპორტის სასახლესთან - განახლებულია
სისხლის კვალი და ყვითელი ლენტი - რა მოხდა სპორტის სასახლესთან - განახლებულია

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის კვალი შეინიშნება. იქვე არსებულ ლითონის ჯებირზე კი პოლიციის ყვითელი ლენტია დარჩენილი. 

report.ge შეეცადა გაერკვია რა მოხდა ადგილზე. მოქალაქეებმა, რომლებიც აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, განაცხადეს, რომ მათ ცოტა ხნის წინ ადგილზე მხოლოდ სასწრაფოს მანქანა და პოლიცია დაინახეს. 

report.ge -ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ მათ აღნიშნული ტერიტორიიდან ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამაკაცს, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანა, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება და მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.

report.ge- ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system