თავში

ორი პირი მაშინ დააკავეს როდესაც ნაქურდალს მანქანაში ტვირთავდნენ - VIDEO

​ორი პირი მაშინ დააკავეს როდესაც ნაქურდალს მანქანაში ტვირთავდნენ
ორი პირი მაშინ დააკავეს როდესაც ნაქურდალს მანქანაში ტვირთავდნენ - VIDEO

შინაგან საქმეთა სამინისტროს , გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, ორი პირი, 38 წლის ა.კ და 35 წლის ა.ტ იმ დროს დააკავეს, როდესაც ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე, გაქურდული 8 ბინიდან, მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა და ნაქურდალი ნივთები. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულმა პირებმა სამი თვის განმავლობაში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი საკუთარ ბინაში ინახავდნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, დანარჩენი ნივთების ძებნა - ამოღების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები

დაკავებულებმა ბრალი აღიარეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნკტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას, სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად მისაკუთრებას, ბინაში უკანონო შეღწევის გზით გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system