თავში

პოლიციამ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მიმალული ეჭვმიტანილი დააკავა

პოლიციამ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ
პოლიციამ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მიმალული ეჭვმიტანილი დააკავა

პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელსაც წუხელ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

თბილისში, აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი 25-წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, ამ დროისთვის ორივე მათგანი კონტაქტურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system