თავში

შსს 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება

​შსს 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმ
შსს 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. უწყების ცნობით, 10 დეკემბერს "112“-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე კედლების იერსახის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა გამომძიებელმა მოწმის სახით გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის: შეტყობინების ავტორი - სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი და დედის თანდასწრებით არასრულწლოვანი, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების დაზიანების ფაქტი.

მეორე დღეს, 11 დეკემბერს, მშობლის ინიციატივით, არასრულწლოვანი, დედასთან ერთად, კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მას დამატებითი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით არ მოუწოდებია და დაახლოებით, 40 წუთში, მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება.

მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა“, - აღნიშნავს შსს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩვენს მიერ უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები“, - აღნიშნავს შსს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system