თავში

შსს-მ პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დაღვრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დაღვრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დაღვრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო სსკ 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

თუ რა სახის ნივთიერება დაღვარეს პარლამენტში, ამას ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ, რომლებიც ამ წუთებში პარლამენტის სხდომათა დარბაზში მუშაობენ. 

შეგახსნებეთ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეული ნივთიერება შეიტანა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი დეპუტატებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

დაუდგენელი სითხის სპეციფიური სუნის გამო ენძელა მაჭავარიანი და კიდევ რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. რამდენიმე დეპუტატი და ადმინისტრაციის თანამშრომელი პარლამენტის შენობიდან სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს. 

პარლამენტში მომხდარზე პასუხისმგებლობა კი"მოძრაობა" სირცხვილიამ აიღო. "სისტემა" ყარს, დაწერა მოძრაობამ სოციალურ ქსელში.

სხდომა ამ დრომდე არ განახლებულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system