თავში

სუსმა ქარელის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დააკავა

სუსმა ქარელის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დააკავა
სუსმა ქარელის მუნიციპალიტეტში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტში ორი მაღალჩინოსანი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით სუს-მა მაღალჩინოსნები ქრთამის აღების ფაქტზე აიყვანა. 

დაკავებულებს შორის ერთი ქარელის საკრებულოს წევრი გიორგი გოგაშვილია, მეორე კი მერიის წარმომადგენელი სოსლან ქვრივიშვილი.

report.ge სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურში დაკავების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system