თავში

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს
თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს

სამართალდამცავებმა, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს. ბექა კვიციანი, თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე აიყვანეს.

თბილისის ზღვაზე, 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი ორი დღის წინ იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ მოკლული, ემზარ კვიციანის ძმისშვილის ახლობელი იყო. თავად ემზარ კვიციანმა კი განაცხადა, რომ მისი ძმისშვილიც გაუჩინარდა და მას ოჯახი ეძებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა report.ge-ს დაუდასტურა, რომ თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system