თავში

ბიზნესპარტნიორი მოკლა, კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა - შსს-მ ერთი პირი დააკავა - VIDEO

ბიზნესპარტნიორი მოკლა, კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა - შსს-მ ერთი პირი დააკავა - VIDEO
ბიზნესპარტნიორი მოკლა, კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა - შსს-მ ერთი პირი დააკავა - VIDEO

სამართალდამცველებმა გახმაურებული მკვლელობა გახსნეს. დაკავებულია 1 პირი - 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის ნასამართლევი ა.ტ.

2018 წლის მაისში, ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ლითონის კასრში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. იგი 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. აღმოჩნდა.

დადგინდა, რომ ა.ტ.-მ ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დავის გამო, კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით თავისი ბიზნესპარტნიორი - ნ. ქ. მოკლა. 

ბრალდებულმა ცხედარი, დანაშაულის დაფარვისა და კვალის წაშლის მიზნით, ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ა.ტ.-მ ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system