თავში

თანამშრომლის გაუპატიურების მცდელობისა და ცემისთვის საკრებულოს დეპუტატს ბრალი წაუყენეს

თანამშრომლის გაუპატიურების მცდელობისა და ცემისთვის საკრებულოს დეპუტატს ბრალი წაუყენეს
თანამშრომლის გაუპატიურების მცდელობისა და ცემისთვის საკრებულოს დეპუტატს ბრალი წაუყენეს

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა. მას გამოძიება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ცემის ფაქტს ედავება.

"2019 წლის 8 ოქტომბერს, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში", ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)"- ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ილია ჯიშკარიანს ბრალი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ წარედგინა, სადაც რამდენიმე დღეა მკურნალობს.

რაც შეეხება თამთა თოდაძეს, ის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. უწყების ინფორმაციით, თოდაძე პროკურატურაში ხვალ, 9 ოქტომბერს, 11:30 საათზეა დაბარებული დადგენილების წასაღებად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system