თავში

1-ელი ივლისიდან ელექტოენერგიის ქვითარს თელასის ნაცვლად თელმიკოსგან მიიღებთ

1-ელი ივლისიდან ელექტოენერგიის ქვითარს თელასის ნაცვლად თელმი
1-ელი ივლისიდან ელექტოენერგიის ქვითარს თელასის ნაცვლად თელმიკოსგან მიიღებთ

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას გაცხადებით, თბილისში აბონენტებს ელექტროენერგიას „თელასის“ ნაცვლად „თელმიკო“ მიაწვდის. ამის შესახებ დავით ნარმანიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ეს ცვლილება ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმებით არის განპირობებული. კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილების და მიწოდების საქმიანობები. შესაბამისად, თუკი აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა ეს საქმიანობა გამიჯნულია.

სემეკის ინფორმაციით, მარეგულირებელმა 1 ივლისამდე უნდა განსაზღვროს ამ კომპანიებისთვის დენის მიწოდების ტარიფი, თუმცა ახალი ტარიფი მოქმედი ტარიფის იდენტური იქნება და ის მომხმარებლისთვის არაფერს შეცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system