თავში

1 იანვრიდან "მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა

1 იანვრიდან "მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა
1 იანვრიდან მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა

2022 წლის პირველი იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა. ახალი კანონი სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს მოაწესრიგებს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც განთავსდება: რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებები; სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები; საზოგადოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

„კანონიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის N791 ბრძანებით დამტკიცდა სამეწარმეო საზოგადოებების სტანდარტული წესდებები, რომელთა გამოყენება საწარმოს სურვილის შესაბამისად შეეძლება. სტანდარტული წესდებები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

ახალი რეგულაციებით, 2022 წლის პირველ იანვრამდე რეგისტრირებულ სუბიექტებს განესაზღვრათ ორი წლის ვადა სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ორი წლის განმავლობაში მათთვის სასურველ დროს მიმართონ და შესაბამისი ცვლილებები განახორციელონ“, – აღნიშნულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system