თავში

10 მლნ ლარის ინვესტიცია წყალტუბოს ბალნეოლოგიურში

10 მლნ ლარის ინვესტიცია წყალტუბოს ბალნეოლოგიურში
10 მლნ ლარის ინვესტიცია წყალტუბოს ბალნეოლოგიურში

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ, წყალტუბოში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა.

პროექტის განხორციელებაში დაახლოებით 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სანატორიუმში, სადაც 72 ოთახია, 170 ადამიანი დასაქმდა. პროექტის ინვესტორია კომპანია „ბ & ნ“.

ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმი მოიცავს სასტუმროს, რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს, ასევე გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტარონ როგორც სამედიცინო-სამკურნალო პროცედურები, ასევე ისარგებლონ მრავალფეროვანი სარელაქსაციო, სპა მომსახურებით.

აღსანიშნავია, რომ სანატორიუმის ოფიციალური გახსნა სახალხო დღესასწაულის „შემოდგომის წყალტუბოს“ დაემთხვა, რომლის დროსაც ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩატარდა განახლებული შადრევნების გახსნის ცერემონიაც. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system