თავში

10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება - ნათია თურნავა

10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება - ნათია თურნავა
10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება - ნათია თურნავა

ჩვენ სამინისტროს დამუშავებული აქვს ახალი პროგრამები, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბორჯომში, უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროს 12 სხვადასხვა მიმართულება იყო მიმოხილული, ძალიან კონკრეტული შედეგებით

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამები გვაქვს დამუშავებული, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს. დღეს პირველი მოსმენა გაიმართა, წარვდექით ჩვენი კოლეგების წინაშე, შემდეგ ეს პროცესი გაიშლება, ჩავრთავთ საერთაშორისო ექსპერტებს, პარლამენტს და სექტემბრისთვის საბოლოო დოკუმენტი დაიდება. თუმცა, დაველოდოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას პარლამენტში, რა დროსაც პირველი მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, იქნება დაანონსებული და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოებისთვის, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებისთვის და ტურიზმისთვის, მათ შორის აგროტურიზმისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system