თავში

100-ს რომ 49-დ გადააკეთებენ, საკმარისი არ არის - გოლეთიანი

100-ს რომ 49-დ გადააკეთებენ, საკმარისი არ არის - გოლეთიანი
100-ს რომ 49-დ გადააკეთებენ, საკმარისი არ არის - გოლეთიანი

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გრძელდება, პრემიერის გამოსვლიდან იკვეთება, რომ გუნდს საერთო პოზიცია არ აქვს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, – ასე აფასებს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ახლა არსებული პირობებით პროექტი არ გაგრძელდება.

როგორც გოლეთანი ამბობს, გამოიკვეთა, რომ პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს პროექტთან დაკავშირებით საერთო პოზიცია არ აქვთ. 

„ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გრძელდება, ამ პატარა გამოსვლიდან რაც იკვეთება, როგორც ჩანს, არ აქვს გუნდს საერთო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. პრემიერისთვის თუ ამდენად შეუსაბამოა ის პირობები, რა პირობებითაც იყო გაფორმებული ეს ხელშეკრულება, რომ ვერ გაგრძელდება პროექტი ამ პირობებით და ამას პირდაპირ ამბობს, ფაქტია, ამას ასე არ ფიქრობს თუნდაც ეკონომიკის მინისტრი და ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი. ყველას სხვას მიაჩნია, რომ პროექტი არის ერთ-ერთი გამორჩეული, ყველაზე კარგად შესწავლილი, როგორც ისინი ამბობენ, ეკონომიკურად მომგებიანი, ყველაზე უსაფრთხო და ა.შ ანუ, გამოდის, რომ შეფასებით ნაწილში აშკარად აცდენა აქვთ და როგორც ჩანს, საერთო პოზიციები არ აქვთ.

რაც შეეხება იმას, რომ ამ პირობებით ვერ გაგრძელდება და საკითხს დაერქვა, რომ პრობლემურია, მემკვიდრეობით ერგო, ვინ წარმოაჩინა ეს პრობლემები, ეს არის საინტერესო. ეს კითხვა უნდა დაისვას. საკუთარ თავსაც ჰკითხონ მათ შორის ამ ადამიანებმა, რადგანაც ჩვენ არ გვთვლიან მხარედ, ფაქტია. არც ერთხელ არ შეგვხვედრიან, არ მოუსმენიათ ჩვენგან სრულფასოვნად ეს პრობლემები, არც ეცოდინებოდათ ამ საკითხების შესახებ, რომ არა ეს ნახევარწლიანი პროტესტი. ამიტომ გასაგებია, რომ დაარქვეს ახლა პრობლემური საკითხი, დაერქვა ეს სახელი პრემიერისგან, თუმცა ვინც დასვა ეს პრობლემა, ვგულისხმობ ამ პროტესტს, ჩვენ არ გველაპარაკებიან და როცა ინვესტორთან მიდიხარ და იქ იწყებ საკითხის მოგვარებას, ჯერ ლოგიკურია რომ შეგვხვდე; ვინც დასვა ეს საკითხები თავიდან, იქნებ უფრო სრულფასოვნად წარმოვაჩინოთ სპექტრი ამ პრობლემების და არა ის, რომ 100-ს რომ 49-დ გადააკეთებენ მხოლოდ, ეს რომ არ არის საკმარისი“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system