თავში

108 მეგაპიქსელი - სმარტფონი კამერით, თუ კამერა სმარტფონით

108 მეგაპიქსელი - სმარტფონი კამერით, თუ კამერა სმარტფონით
108 მეგაპიქსელი - სმარტფონი კამერით, თუ კამერა სმარტფონით

"ჩინური ტელეფონი" - ეს სიტყვათა შეთანხმება, არც თუ ისე შორეულ წარსულში, უხარისხოს და არასანდოს სინონიმი იყო, თუმცა ყველაფერი იცვლება. ჩინური ბრენდები, ცნობადობას ყოველ დღე იხვეჭენ და არც თუ უსაფუძვლოდ. ჩინური სმარტფონების (და არა მხოლოდ) მწარმოებელი Xiaomi ახალ სმარტფონს აანონსებს. ახალ მოდელს, სახელწოდებით Xiaomi Mi CC9, ნამდვილად გააჩნია განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებელი, რაც ბაზარზე, მის მიმართ ინტერესის განმსაზღვრელი ფაქტორი უნდა გახდეს. საუბარი გვაქვს 108-მეგაპიქსელიან, ხუთმაგ კამერაზე. ჩინურმა მწარმოებელმა 108-მეგაპიქსელიანი სმარტფონი ადრეც გამოუშვა - ეს იყო შეზღუდული რაოდენობით და მოდელის სახელწოდება გახლდათ Mi Mix Alpha. ახალი, Xiaomi Mi CC9 კი, შეუზღუდავი ხაზით, რეგულარულ წარმოებაში ჩაეშვება. 

სმარტფონების მსოფლიო ბაზარს, ძირითადად 2 ტექნოლოგიური გიგანტი, SAMSUNG-ი და Apple იყოფენ.  ჩინური Xiaomi, არ არის მობილური ტექნოლოგიების ლიდერი მწარმოებელი და მისი გამოშვებული მოდელები, ბიუჯეტურ პროდუქციად მიიჩნევა, ეს ტენდენცია სავარაუდოდ ახალ სმარტფონზეც გავრცელდება.  ამიტომაც, როგორც ცნობილი ტექნობლოგერები ვარაუდობენ, Xiaomi Mi CC9-მ შესაძლოა, გიგანტი კომპანიების, ფლაგმანურ პროდუქციას გაუწიოს კონკურენცია. {

Xiaomi Mi CC9-ის შესახებ, ამ ეტაპზე, დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები არ არის ცნობილი. რაც შეეხება კითხვას, როდის იხილავს მომხმარებელი ახალ ფოტო-სმარტფონს, Xiaomi მობილურ თავის მოწყობილობას, სავარაუდოდ, 5 ნოემბერს დაანონსებულ ღონისძიებაზე, ოფიციალურად წარადგენს. ამავე ღონისძიებაზე მოხდება, სხვა მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებლების გაასაჯაროვებაც. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system