თავში

109 სახელმწიფო ობიექტი გაიყიდა

109 სახელმწიფო ობიექტი გაიყიდა
109 სახელმწიფო ობიექტი გაიყიდა

„109 ობიექტის გაყიდვა პირველივე ორ კვირაში ძალიან კარგი შედეგია" - ასე აფასებს ბოლო აუქციონის შედეგს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. მისი თქმით, ყოველთვის არის კონკრეტული პროექტები, სადაც ეფექტურობიდან, სისწრაფიდან გამომდინარე, შესაძლებელია, სახელმწიფომ დროებით ლიდერშიფი აიღოს.

"პრივატიზაციას რაც შეეხება, იცით, რომ უპრეცედენტო პროგრამა წამოვიწყეთ, კიდევ უფრო მეტად გაფართოებული, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ განსახელმწიფოებრიობას ვაკეთებთ გაჩერებული ობიექტების, რომელიც დღეს ეკონომიკას, დასაქმებას არ ემსახურება და ამას კერძო სექტორს გადავცემთ. თუმცა, ყოველთვის არის კონკრეტული პროექტები, სადაც ეფექტურობიდან, სისწრაფიდან გამომდინარე, შესაძლებელია სახელმწიფომ დროებით ლიდერშიფი აიღოს. მთელი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა დღეს იმას ემსახურება, რომ პანდემიის მიუხედავად, კერძო სექტორმა სიცოცხლისუნარიანობა, რეზერვები შეინარჩუნოს იმისთვის, რომ განვითარდეს და უფრო სწრაფად აღსდგეს ჩვენი ეკონომიკა“, - განაცხადა თურნავამ.

2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 179 - ცენტრალურის მფლობელობაში. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო საწარმოებმა 2019 წელს, ჯამში, 237 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს, 2018 წელს კი, მათი ზარალი 816 მილიონი ლარი იყო. სახელმწიფო საწარმოების უმეტესობას 2020 წლის ფინანსური შედეგები ჯერ არ გაუსაჯაროებია, თუმცა რკინიგზის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კომპანიამ 164 მილიონი ლარით იზარალა.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახალ ეტაპზე გადავიდა.

ცნობისთვის, საქართველოსახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას ამუშავებს. მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე და ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ასევე, უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე. ექსპერტები მთავრობის ამ ნაბიჯსდაგვიანებულად მიიჩნევენ.

2020 წელს პრივატიზების დაჩქარების მიზნით დაწყებული პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, ფარგლებში 116 ობიექტი გაიყიდა.ამ დღეებშიმთავრობა საპრივატიზებო ობიექტების სიას განაახლებს. სწორედ სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარება და მათი რეფორმირება არის ერთ-ერთი მძლავრი არგუმენტი, რასაც მტავრობა ეყრდნობა და დაგეგმილ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გასასვლელად.

სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაცია იწყება, რომლის ფარგლებში მთავრობა შეეცდება ყველა აქტივის რაციონალურ გამოყენებას. პარალელურად, მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე.

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით სპეციალურისამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც შეიმუშავებს თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system