თავში

12 წლის ბიჭმა NFT-ზე $400 000 გამოიმუშავა

12 წლის ბიჭმა NFT-ზე $400 000 გამოიმუშავა
12 წლის ბიჭმა NFT-ზე $400 000 გამოიმუშავა

12 წლის ბენიამინ აჰმედმა „კრიპტო ენთუზიასტების“ NFT-ის ბირჟაზე 400 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა.  

აჰმედი თამაში Minecraft-ის ფანია, იგი დაინტერესებულია ბლოკჩეინითა და კრიპტოვალუტებით.  

მან 300 აშშ დოლარი დახარჯა და  პიქსელის სტილში მულტფილმის  სურათების ნაკრები შექმნა. თავდაპირველად, მათში არ იყო მხატვრული და სხვა ღირებულება, თუმცა, თითოეულმა სურათმა მიიღო ინდივიდუალური NFT ნიშანი და გასაყიდად აუქციონზე გავიდა.

აჰმედმა სურათების პირველი პარტია მხოლოდ 9 საათში გაყიდა და 80 ერთეული Ethereum გამოიმუშავა, რაც დოლარში 250 000-ის ექვივალენტია. შემდეგი ერთი თვის განმავლობაში, მან  კიდევ რამდენიმე ნახატი გაყიდა და მისმა ჯამურმა შემოსავალმა 400 000 დოლარი შეადგინა.  

ბიჭი არ გეგმავს ფულის განაღდებას ან კრიპტოვალუტის დახარჯვას, მას სურს, რომ მთელი თავისი მოგება მომავლისთვის შეინახოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system