თავში

12 თვეში ბაზრიდან 35 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაქრა

12 თვეში ბაზრიდან 35 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაქრა
12 თვეში ბაზრიდან 35 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაქრა

12 თვეში ბაზრიდან 35 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაქრა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის დასაწყისითვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 67 იყო. ამჟამად კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარს მხოლოდ 40 კომპანია შემორჩა. ლიკვიდაციის პროცესშია 8 მიკროსაფინანსო კომპანია.

სპეციალისტები მიკროსაფინანსო ბაზრის მოცულობის კლებას 2019 წელს საფინანსო ბაზარზე ამოქმედებულ რტეგულაციებს უკავშირებენ. ანალიტიკოსების განმარტებით მიკროსაფინანსო სექტორს ყველაზე მეტად საპროცენტო ზედა ზღვრის დაწესებამ დაარტყა. ეროვნულ ბანკში კი კომპანიების გაკოტრება-დახურვას პრობლემად არ მიიჩნევენ. ეროვნული ბანკის  პრეზიდენტმა კი არაერთხელ განმარტა, რომ მეტი მიკროსაფინანსო არ ნიშნავს მეტ კონკურენციას. კობა გვენეტაძის მტკიცებით, კონკურენცია მაშინაა, როდესაც ბაზარზე ჯანსაღი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ჩამოყალიბდებიან.

2019 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის დაწესდა კაპიტალის და ლიკვიდობის მინიმალური მოთხოვნები, რითაც გვენეტაძის შეფასებით, გაიზარდა სექტორის გამჭვირვალობის სტანდარტი. საქართველოს პირველი ბანკირის შეფასებით, ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია.

შეგახსენებთ, მიკროსაფინანსო სექტორის მოგება 2020 წლის 9 თვეში 12.7 მილიონ ლარს უტოლდება.

მისო-ების საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან ყველაზე მეტი თანხა - 473 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებზე მოდის. მეორე ადგილზე 260 მილიონით სამომხმარებლო სესხებია, 199 მილიონით კი, მესამე ადგილზე ვაჭრობის ფინანსირებისთვის გამოყოფილი სესხებია, რომელთაც უმეტესად მცირე მეწარმეები იღებენ.

2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მისო-ების ჯამური აქტივების მოცულობა 1.39 მილიარდი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის თანახმად, წლიურ ჭრილში მისოების საპროცენტო შემოვალები 40 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 205 მილიონ ლარს შეადგენს. არასაპროცენტო შემოსავლებმა კი 33 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 16 მილიონით არის შემცირებული. გაუმჯობესებული საპროცენტო შემოსავლების შედეგად, მისო-ების საოპერაციო მაჩვენებლები. სწორედ ამიოს ხარჯზე წლიურ ჭრილში სექტორის მოგებაც გაზრდილია.

ცნობისთვის, 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით სექტორი ჯამურად 16.6-მილიონიან ზარალზე იყო. მიკროსაფინანსო ბაზარი წმინდა მოგების პიკურ მაჩვენებელზე 2016 წელს გავიდა და ის 151.8 მილიონ ლარს შეადგენდა, 2017 წლიდან კი, მოგებიანობის ჯამური მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრიდან 16 კომპანია გავიდა. ამჟამად ბაზარზე სულ 40 კომპანია საქმიანობს.

ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, სექტორი ჯამურად 4 ათას ადამიანს ასაქმებს.

რომელი მიკროსაფინანსოები არიან ამჟამად ლიკვიდაციის პროცესში, გაეცანით ცხრილში:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system