თავში

120 კომპანიიდან 55 დახარვეზდა - მონიტორინგის შედეგი

120 კომპანიიდან 55 დახარვეზდა - მონიტორინგის შედეგი
120 კომპანიიდან 55 დახარვეზდა - მონიტორინგის შედეგი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე ამბობს, რომ 120 შემოწმებული ობიექტიდან 55-მა ვერ დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მოთხოვნები.

შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებიც დაასაბუთებენ, რომ მათი საქმიანობის გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და უსაფრთხოების ახალი რეგულაციების დაცვაც შეუძლია, აქვთ შესაძლებლობა, რომ სათანადო ნებართვის მიღების შემდეგ საქმიანობა გააგრძელონ. ნებართვის მიღება მათ მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ინსპექციისა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ერთობლივი რეკომენდაციის მიღების შემდეგ შეუძლიათ.

ბექა ფერაძის განმარტებით, ახალი რეკომენდაციების ერთი თვის განმავლობაში ეკონომიკის 15 სექტორზე გაიცა.

„მკაცრად კონტროლდება, თითოეული კომპანია რამდენად ახდენს ოპერირებას ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. თუ ასეთი ფაქტი არ დადასტურდება, შესაბამისი სანქცირებაა ამისთვის გათვალისწინებული. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ შემოწმების მიზანი ეს არ არის. არამედ მიზანია კომპანიის ადაპტირება, რომ ხელი შევუწყოთ კომპანიას ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. მეორე არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვაწვდის ეტაპობრივად და ზედამხედველობას ვახორციელებთ. შედეგად 120 კომპანიიდან დახლოებით ნახევარი აკმაყოფილებს მოთხოვნებს. 55-მდე კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები და მათ არ მიეცათ დადებითი რეკომენდაცია. შესაბამისად, მათზე ვერ მივმართავთ მთავრობას შუამდგომლობით ნებართვების მინიჭების თაობაზე," – ამბობს ფერაძე და დასძენს, რომ იმ კომპანიების სიას კომპანიებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენენ და მიმართავენ შუამდგომლობით ლიცენზიის გაცემაზე. სიას თან დაერთვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ერთობლივი დასკვნაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system