თავში

124 300 მსესხებელს სესხები გაუძვირდა

124 300 მსესხებელს სესხები გაუძვირდა
124 300 მსესხებელს სესხები გაუძვირდა

2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაიზარდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7241.7 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. ამის შეასხებ report.ge-ს საზოგადოება და ბანკებოდან აცნობეს. ორგანიზაციამ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 

მათი მონაცემებით, 1 იანვრიდან 1 თებერვლამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 100-ით შემცირდა, ხოლო მთლიანი პორტფელი - 7246.1 მილიონიდან 7241.7 მილიონ ლარამდე შემცირდა.

124300 ხელშეკრულებიდან 36100 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 970.1 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 თებერვლის მდგომარეობთ 13.06% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 თებერვლის მონაცემებით 54800 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.69%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2677.8 მილიონი ლარია.

29300 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 იანვართან შედარებით 700-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3359.5 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1078.5 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12.86%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 თებერვლის მონაცემებით 2281 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.59%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 თებერვლის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 22.4 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 13.14%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 98.1 მილიონი ლარია.

1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.9%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 14.66%.

1 თებერვლის მდგომარეობით, შემცირებულია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 14.88%-დან 14.66% -მდე ხოლო, გაზრდილია ავტო სესხზე - 12.63%-დან 13.14 %-მდე.

ცნობისთვის, დღეს რეფინანსირების განაკვეთი 50 პუნქტით 8.5%-მდე გაიზარდა. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტზე 2020 წლის 5 აგვისტოს შემდეგაა. რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე უცვლელად მესამედ სექტემბერში, დღეს კი მეოთხედ დარჩა.(ნოემბერში, ოქტომბერსა და სექტემბერში).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system