თავში

15-39 წლის მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზი სატრანსპორტო შემთხვევებია

15-39 წლის მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზი სატრანსპორტო შემთხვევებია
15-39 წლის მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზი სატრანსპორტო შემთხვევებია

საქსტატის ცნობით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში 15-39 წლის ასაკში გარდაცვლილ მოქალაქეებს შორის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სატრანსპორტო უბედური შემთხვევებია.

საქსტატის მონაცემებით, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა გარდაცვლილთა 17.8 პროცენტის გარდაცვალების მიზეზი.

უწყების ინფორმაციით, 2019 წელს 15-39 წლის ასაკში გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 282 ერთეულით განისაზღვრა. ასაკობრივი ჯგუფების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ 2019 წელს 15 წლამდე ასაკის 541 ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვალების ძირითად მიზეზებს შორის დომინირებს პერინატალური პერიოდისათვის დამახასიათებელი რესპირაციული და გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები (31.1 პროცენტი), სისხლის მიმოქცევის სისტემის თანდაყოლილი ანომალიები (9.2 პროცენტი) და პერინატალური პერიოდისათვის დამახასიათებელი ინფექციები (8.3 პროცენტი). 15 წლამდე ასაკის გარდაცვალებაში გრიპით და პნევმონიით გარდაცვალებამ 3.5 პროცენტი შეადგინა. 40-59 წლის ასაკისათვის, გარდაცვალების მიზეზებში დომინირებს გულის იშემიური ავადმყოფობა (12.0 პროცენტი), ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკისთვის – ცერებროვასკულური ავადმყოფობები (თავის ტვინის სისხლძარღვებისა და მისი მფარავი გარსების დაავადება.) (21.5 პროცენტი).

საქსტატის მონაცემებითვე, 2019 წელს საქართველოში 46 659 კაცი გარდაიცვალა, მათ შორის 24 019 მამაკაცი და 22 640 ქალი.

2020 წლის I კვარტალში გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა. გარდაიცვალა 134 ადამიანი.

2020 წლის მხოლოდ 2 კვარტალში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე 2 270 ავტოსაგზაო შემთხვევისას 203 ადამიანი დაიღუპა, 2 982 კი დაშავდა.

რაც შეეხება კანონმდებლობას, მთავრობის ხედვები საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დოკუმენტშია გაწერილი. საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტად არის გამოცხადებული სამთავრობო პროგრამაში, ასევე არსებობს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი შესაბამისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმები, თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, აღსრულების საკითხთან დაკავშირებით პრობლემაა.

ცნობისთვის, საგზაო უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის საკითხებს. ეკონომიკური კუთხით, საგზაო შემთხვევებისგან ზარალი ქვეყნის მშპ-ს 4%-ია, რაც დიდი დანაკარგია. ეკონომიკა ვითარდება და თუკი საგზაო შემთხვევებისგან მიყენებულ ზარალს არ შევამცირებთ, ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system