თავში

16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა

16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა
16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა

ორი დღის განმავლობაში შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევის გამო 16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა. 

ამის შესახებ დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე თქმიტ, ინსპექტირების პროცესი გაგრძელდება.

„შაბათ-კვირის განმავლობაში კვების ობიექტების ინსპექტირებები განხორციელდა. ჯამში 26 კომპანია შემოწმდა, 16-მა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა,10 კი სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა 10 000 ლარის ლარის ოდენობით და შესაბამისად, ჯამში საჯარიმო სანქციებმა 160 000 ლარი შეადგინა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სანქცირება ჩვენი ან სახელმწიფოს თვითმიზანი არაა. გეგმურ ინსპექტირებამდე ჩვენ 11 400 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განვახორციელეთ, თუმცა დავდექით იმ უკიდურესი აუცილებლობის წინაშე, რომ სანქცირება გამოგვეყენებინა და ამით მოგვეხდინა პრევენცია. აზრს კარავს ყველანაირი რეგულაცია, თუ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. ინსპექტირებები გაგრძელდება და თითოეულ მეწარმეს მოვუწოდებ, დაიცვან ფუნდამენტური რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია,“-აღნიშნა ფერაძემ.

რაც შეეხება სასტუმროებს, ბექა ფერაძის თქმით, დარეგისტრირებულია 939 სასტუმრო, აქედან 150 მიეცა საქმიანობის უფლება, 175-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, ხოლო დანარჩენმა დრო ითხოვა ინსპექტირებამდე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system