თავში

180 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება

180 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება
180 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება

"100 ავტობუსი, რომელიც შესყიდული გვაქვს მალე საქართველოში ჩამოვა, რის შემდეგაც თბილისში ყვითელი ავტობუსი აღარ ივლის,"  - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა პრაქტიკულად დასრულებულია და მერია დამატებით ახალი 180 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რადგან მთელი რიგი რეფორმები ხორციელდება. მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, ვინც მართლა მოახერხებს ამ მიმართულებით რეფორმის განხორციელებას. ვინც შეძლებს ავტობუსების პარკის განახლებასა და ჩანაცვლებას. ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასა და ახალი სქემების წარმოდგენას“, - განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system