თავში

ირაკლი აბესაძე: 2 მილიარდი ლარი შეიძლება გამოთავისუფლდეს ბიუროკრატიული ხარჯებიდან

2 მილიარდი ლარი შეიძლება გამოთავისუფლდეს ბიუროკრატიული ხარჯებიდან
ირაკლი აბესაძე: 2 მილიარდი ლარი შეიძლება გამოთავისუფლდეს ბიუროკრატიული ხარჯებიდან

ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს. აბესაძის თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში კვლავ გაზრდილია საბიუჯეტო და ბიუროკრატიული ფუფუნებისათვის განკუთვნილი ხარჯები. აბესაძის თქმით, იავნიშვილის ხელისუფლება ვერ სწავლობს ჭკუას და იმის მაგივრად, რომ მძიმე კრიზისში წნეხი მოუხსნას ეკონომიკას და გადასახადები შეამციროს, პირიქით, ზრდის საბიუჯეტო ხარჯესბა და სახელმწიფო ვალს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის ქართული ოცნების მთავრობის მიერ შედგენილი ბოლო ბიუჯეტი, შედგენილი იგივე პრინციპებით და კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილის ოცნება ვერ სწავლობს ჭკუას და ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი კვლავ იზრდება საბიუჯეტო ხარჯები, სახელმწიფო ვალი, თუმცა ამის ფონზე ჩვენ მაინც ვერ ვხედავთ ეკონომიკისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორიც იქნებოდა მაგალითად გადასახადების შემცირება, პენსიების მნიშვნელოვანი ზრდა და ა.შ. რეალურად, ევროპულ საქართველოს აქვს დათვლილი, რომ 2 მილიარდი ლარი შეიძლება განთავისუფლდეს იმ ბიუროკრატიული ფუფუნებისთვის განკუთვნილი ხარჯებიდან, რომელიც შეგვიძლია მივმართოთ გადასახადების შემცირებისაკენ, რადგან კრიზისის დროსაც და მანამდეც დაკარგული 100 000 სამუშაო ადგილის ფონზე ბიზნესს მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება, ხელფასების გაზრდის შესაძლებლობა, ახალი სამუშაო ადგილების შემნის შესაძლებლობა. ეს არის ბიუჯეტი, რომელსაც ელოდება საზოგადოება და სწორედ ეს არის ის ცვლილება,“ - აცხადებს აბესაძე.

გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

ოპოზიცია 2021 წლის ბიუჯეტს იწუნებს. ქვეყნის მთავარ ფიანანსურ დოკუმენტს აკრიტიკებენ საექსპერტო წრეშიც. კრიტიკულად განწყობილი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საბიუჯეტო რესურსი რეალურად ვერ ხმარდება წარმოების ზრდასა და განათლების სფეროს მხარდაჭერას, რაც ბიუჯეტისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

მიმავალი წლის ეკონომიკური პარამეტრები იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system