თავში

2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტები გაიცა

2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტები გაიცა
2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტები გაიცა

ევროკავშირის (EU), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში, საგრანტო კონკურსზე შემოტანილ 35 განაცხადს 2 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი დაუმტკიცდა.

FAO-ს ინფორმაციით, კონკურსი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების 40-დან 75 პროცენტამდე თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

სასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში ხორციელდება და COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოში სურსათის წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

FAO-ს ინფორმაციითვე, გრანტის მიმღებთა შორის არიან: ფერმერები, რომლებსაც წვეთოვანი სარწყავი სისტემის შეძენა-დამონტაჟება დაუფინანსდათ, COVID-19-ის საპასუხო პროგრამის ფარგლებში. ასევე, 24 ბენეფიციარი $50,000-მდე დაფინანსებით, მექანიზაციისა და სასოფლო-სამეურნეო დანადგარების შესაძენად. 4 მასშტაბური ინიციატივა, რომელთაგან თითოეულმა $150,000-მდე დაფინანსება მიიღო. პროექტებს შორის არის: რძის საწარმოს აღჭურვა, სილაჟის მწარმოებელი კომპანიის განვითარება, კარტოფილის მოსავლის შესანახი საწყობის მშენებლობა და ვეტერინალური მიმართულების ფაგების წარმოება. აღნიშნული პროექტები სასოფლო-სამეურნეო დარგებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანას ითვალისწინებს, რაც დადებითად აისახება სხვა მცირე და საშუალო ფერმერებზე.

საგრანტო კომიტეტმა გრანტების პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებები წლის დასაწყისში უკვე დააკმაყოფილა 2.2 მილიონი ლარით. ევროკავშირისა და FAO-ს საგრანტო პროგრამის შემდეგი ეტაპი ივლისის შუა რიცხვებში გამოცხადდება. კონკურსის თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭირო თანდართული დოკუმენტაციისა და ხელშეწყობილი ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: WWW.FAOGRANTS.GE. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გასაძლიერებლად, ევროკავშირს ფერმერთა საგრანტო პროგრამისთვის 18 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

ცნობისთვის, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system