თავში

2 წელიწადში ბიტკოინი 60%-ით გაუფასურდა

2 წელიწადში ბიტკოინი 60%-ით გაუფასურდა
2 წელიწადში ბიტკოინი 60%-ით გაუფასურდა

ბიტკოინის გაუფასურების გამო მისი "მომპოვებლები"  დიდი ფინანსური დანაკარგის წინაშე დგანან. 2017 წლის დეკემბერში 1 ბიტკოინის ღირებულება 20 000 დოლარს აღწევდა, დღეს კი 8000 დოლარად ფასობს. 

ფინანსისტების ნაწილი კრიპტოვალუტის გაუფასურებას უკავშირებს გაურკვევლობას, რომელიც ინვესტორებს ამ ვალუტის მიმართ აქვთ. თუმცა სპეციალისტების ნაწილი იმედოვნებს, რომ ფასი გაიზრდება და ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურობას აღიდგენს. არსებობს მოლოდინი, რომ მომავალში კრიპტოვალუტას კვლავ აქვს ფასის მატების რესურსი და ის დიდწილად ჩაანაცვლებს ცენტრალური ბანკების მიერ რეგულირებად ფულს.

ფინანსისტი ეფრემ ურუაშვილი 2020 წლის მაისიდან ბიტკოინის ფასის მატებას პროგნოზირებს, რასაც თავის მხრივ, ამ პერიოდისთვის მთავარი კრიპტოვალუტის მოპოვების განახევრებას უკავშირებს. ურუმაშვილის თქმით, ბოლო 6 თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასი სტაბილური იყო და ის 10 000$-ს შეადგენდა, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, დაახლოებით, 8 თვის შემდეგ ბიტკოინის ფასი ახალი ნიშნულს მიაღწევს, მიღმა იმისა, რომ კრიპტოვალუტაზე ნარჩუნდება სტაბილური მოთხოვნის ზრდა, რაც ფასის ამ შედარებით ახალი ნიშნულის (10.000 ) ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.სპეციალისტების შეფასებით, ბიტკოინის 20 000-იანი ნიშნული ზედმეტად გაბერილი იყო და ამიტომ ბუნებრივია მისი კორექტირება და ვარდნა. 

არ არის გამორიცხული,  მცირე მაინინგფერმები, რომლებიც საქართველოშიც საკმაოდ მრავლად იყო, დაიხუროს სწორედ კრიპტოვალუტის კურსის ვარდნის გამო, რადგან საკმარის მოგებას ვეღარ ნახავენ. 

საბანკო სფეროს ანალიტიკოს მიხეილ თოქმაზიშვილი მიიჩნევს, რომ ციფრულ ვალუტებს დიდი მომავალი არ აქვს და მათზე მაღალი ფასი მხოლოდ ხელოვნური აჟიოტაჟით იყო გამოწვეული.

,,ბიტკოინი კრიპტოვალუტაა, რომელიც არ არის გამაგრებული რამე განსაკუთრებული ღირებულებით. ის თანამედროვე ტექნოლოგიებზეა აგებული, რაც გასცდა იმ ძირითად სტიმულს, რამაც ღირებულება შესძინა. მას პროგრამული უზრუნველყოფა აქვს და არავინ იცის, როგორ მოიქცევა პროგრამა, როდესაც კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა პიკს მიაღწევს. ყველაფერი იწყება და მერე მთავრდება. ეს პროცესი ახასიათებს ბიტკოინსაც, რომელზეც მოთხოვნამ კულმინაციას მიაღწია და შემდეგ თანდათან იკლო, რაც შეუქცევადი პროცესია. რაღაც პერიოდის განმავლობაში ბიტკოინს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ჰქონდა აგრესიული და ინტენსიური რეკლამა, რამაც მიიზიდა საკმაოდ ბევრი ინვესტორი. აგორდა აჟიოტაჟი, მაგრამ არ გაითვალისწინეს, რომ ეს ყველაფერი მცირე დროის შემდეგ ნელდება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, რაც მოსალოდნელი იყო და მომავალშიც გაგრძელდება. ხელოვნური მანიპულაციით ბიტკოინის ფასის ზრდა შესაძლებელია, თუმცა, მერწმუნეთ, ეს მხოლოდ დროებითი პროცესი იქნება", - აცხადებს თოქმაზიშვილი.

ბიტკოინი თანამედროვე ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system