თავში

20 ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაში ბოლო 10 წლის განმავლობაში

20 ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაში ბოლო 10 წლის განმავლობაში
20 ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაში ბოლო 10 წლის განმავლობაში

Engadget-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც NPD ჯგუფის მიერ დათვლილი სტატისტიკური მონაცემები, დეკადის 20 ყველაზე გაყიდვადი თამაშია წარმოდგენილი. 

პირველ ადგილს ლეგენდარული Grand Theft Auto-ს მეხუთე ნაწილი იკავებს. GTA V მართლაც დასამახსოვრებელი და გეიმერებისთვის ერთ-ერთი საყვარელი თამაშია. ის გამორჩეულია თავისი გრაფიკული მონაცემებით, ისტორიით და გეიმფლეით. მისმა ინტერნეტში სხვა ადამიანებთან ერთად თამაშის შესაძლებლობამ კი, დამატებით უამრავი მოთამაშე შესძინა მას. 

საინტერესოა, რომ სიაში Call of Duty-ის სერიები დომინირებს და ათეულში არც მეტი, არც ნაკლები 7 ადგილი უკავია. Call of Duty, "შუთერი" პირველი პირიდან, დიდი ხნის წინ გამოჩნდა და დღემდე ყოველი მომდევნო ნაწილი მოთამაშეების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ Call of Duty-მა პირველი ადგილი GTA-ის დაუთმო, მან ოცეულში ვაკანტური ადგილების 50% დაიკავა და მისი კონკურენტი Battlefield ამ კომპონენტში დაჩაგრა.  Battlefield, მე-16 და მე-17 ადგილებს დაჯერდა, თუმცა კონკურენტების მუდმივი ქიშპობა საეჭვოა ოდესმე დასრულდეს. 

მე-7 ადგილზე Red Dead Redemption II მოხვდა, რომელსაც მოთამაშეების გულების დაპყრობა ნამდვილად არ გაუჭირდა. მოჯირითე "ქოვბოის" თავგადასავალი მართლაც საინტერესო იყო. ველური დასავლეთის ხედებმა და გეიმფლეიმ კი მისი წარმატება გარანტირებული გახადა. 

მე-10 ადგილი გენიალურად მარტივმა, Minecraft -მა დაიკავა. პიქსელების ეს სამყარო, შესაძლოა ისტორიით და გრაფიკული მონაცემებით არ გამოირჩევა, მაგრამ ფაქტია უსაზღვრო შესაძლებლობები და ფანტაზიის გამომჟღავნების შესაძლებლობა, მოთამაშეების დიდ არმიას იზიდავს. მისი "ონლაინში" თამაშის შესაძლებლობამ კი, Minecraft ერთ დიდ სამყაროდ აქცია და მოთამაშეები ეკრანებს ამირანივით მიაჯაჭვა.

აქვე აღსანიშნავია უკანასკნელი 10 წლის ყველაზე გაყიდვადი მისადგამი, რომელიც The PlayStation 4 გახდა, ხოლო აქსესუარი DualShock 4.  მიუხედავად ამისა, Nintendo-მ მოახერხა და 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი კონსოლი გახდა. მაღალი კონკურენციის პირობებში თამაშების სამყარო ვითარდება და წინ საინტერესო 2020 წელი გველოდება. 

მანამდე კი ნახეთ დეკადის ყველაზე გაყიდვადი თამაშების სია: 

  1. Grand Theft Auto V
  2. Call of Duty: Black Ops
  3. Call of Duty: Black Ops II
  4. Call Of Duty: Modern Warfare 3
  5. Call of Duty: Black Ops III
  6. Call Of Duty: Ghosts
  7. Red Dead Redemption II
  8. Call of Duty: WWII
  9. Call of Duty: Black Ops IIII
  10. Minecraft
  11. Call of Duty: Advanced Warfare
  12. Call of Duty: Modern Warfare 2019
  13. Elder Scrolls V: Skyrim
  14. Mario Kart 8
  15. Call of Duty: Infinite Warfare
  16. Battlefield 1
  17. Battlefield 4
  18. Destiny
  19. The Legend of Zelda: Breath of the Wild
  20. Star Wars Battlefront 2015
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system