თავში

200 000-მდე ფერმერი დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე დაზოგავს

200 000-მდე ფერმერი დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე დაზოგავს
200 000-მდე ფერმერი დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე დაზოგავს

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად იყიდიან.

როგორც ფერმერების მხარდამჭერი პროგრამის პრეზენტაციისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, პროგრამით ისარგებლებს 200 000-მდე ფერმერი და დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას დაიზოგება.

პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. 

როგორც პრეზნეტაციისას აღნიშნა, პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 და მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელ ყველა ფიზიკურ და იურიდიული პირს.

პროგრამა 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება.

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება. ამაზე მთავრობა კომპანიებს გაურიგდა და რამდენიმე წელი ისინი გლეხებს იაფ დიზელს შესთავაზებენ.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

ერთწლიანი კულტურების წარმოებას სესხების პროცენტს მთავრობა დაუფარავს.

სამთავრობო დახმარებისა და შეღავათების მიღების პირობა არის რეგისტრირებული მიწის ფლობა, ანუ დახმარებებს და შეღავათებს მხოლოდ რეგისტრირებული მიწის მფლობელი ფერმერები მიიღებენ.

ცნობისთვის, რეგისტრირებულ ერთ ჰექტარზე მთავრობა ფერმერს 850-დან 1 700 ლარამდე დაეხმარება.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მცირე ფერმერებისთვის დაზღვევის ხარჯის 70%-ს მთავრობა დაფარავს

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს, ხოლო კოოპერატივებს ხელისუფლება მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს.

ფერმერები ისარგებლებენ საბანკო შეღავაღებითაც.

ცნობისთვის, პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს. მისივე პროგნოზით, ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.

შეგახსენებთ, ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, მიწის რეგისტრაცია უფასოდ შეეძლება.

იხილეთ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები მთავრობის დახმარების მისაღებად.

დღესვე მინისტრმა დეტალურად განმარტა, რა სახით მიიღებენ ფერმერები სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system