თავში

200-ლარიან დახმარებას 160 ათასზე მეტი პირი ითხოვს

200-ლარიან დახმარებას 160 ათასზე მეტი პირი ითხოვს
200-ლარიან დახმარებას 160 ათასზე მეტი  პირი ითხოვს

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ მონაცემების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა. 

შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ონლაინ-პლატფორმაზე, ჯამში, 161 289 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული, რომლეიბიც 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებას ითხოვენ.

მონაცემები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განსახილველად გადაეცემა, რომელიც ერთჯერადი კომპენსაციის თანხის გადარიცხვას უზრუნველყოფს.

თანხის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება.

დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარდგენისა და კომპენსაციის უსაფუძვლოდ გაცემის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა განმცხადებელს ეკისრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system