თავში

200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება
200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ.

ამის შესახებ report.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

•ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

•მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

•მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

•საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.

ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.

სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:

•სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს

•საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს

•საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს

•„ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს

ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.

შეგახსენებთ, მთავრობა მოქალაქეების დახმარების მესამე ეტაპს იწყებს. ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა. მთავრობა კომუნალურ გადასახადებს მოსახლეობას ზამთარშიც გადაუხდის. ასევე 18 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქე დახმარებას მიიღებს. მათ 200-ლარი სწავლის დაწყებამდე, სექტემბრის პირველ ნახევარში ჩაერიცხებათ. ცნობისთვის, საქართველოში 880 ათას 375 არასრულწლობანი მოქალაქეა რეგისტრირებული და ყველა მათგანი მიიღებს ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას სექტემბრის პირველ ნახევარში. მთავრობას ამისთვის დაახლოებით 176 075 000 ლარის გაღება მოუწევს.

ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს. ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დახარვეზდა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს. სხვა დეტალი, კიდევ დახმარების რა პაკეტს შესთავაზებს მთავრობა მოქალაქეებს, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

მთავრობის სოციალური დახმარების ახალი პაკეტის ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. ახალი სოციალური დახმარებები ნაწილობრივ სტოპკოვ ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system