თავში

2017 წლიდან სიგარეტის ბაზრის ზომა სწრაფად მცირდება

2017 წლიდან სიგარეტის ბაზრის ზომა სწრაფად მცირდება
2017 წლიდან სიგარეტის ბაზრის ზომა სწრაფად მცირდება

საქართველოს სიგარეტის ბაზრის ალტერნატიულ შეფასება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითმა ინსტიტუტმა გადაწყვიტა. ორგანიზაციამ დათავალა საქსტატის წარმოებისა და ვაჭრობის მონაცემების გამოყენებით ქვეყანაში გაყიდული ქარხნულად დამზადებული და ხელით გახვეული (RYO) სიგარეტების რაოდენობა.

  1. ქარხნულად დამზადებული სიგარეტის ბაზრის ზომა = ადგილობრივი წარმოება + იმპორტი - ქარხნულად დამზადებული სიგარეტის, სიგარისა და სიგარილის ექსპორტი;
  2. ხელით გახვეული სიგარეტის ბაზრის ზომა = ქარხნულად დამზადებული სიგარეტის ბაზრის ზომა + შესახვევი თუთუნის ადგილობრივი წარმოება + შესახვევი თუთუნის იმპორტი - შესახვევი თუთუნის ექსპორტი.

აღმოჩნდა, რომ ხელით გახვეული სიგარეტისთვის საჭირო თამბაქოს ნაწარმის (შესახვევი თუთუნის) მონაცემები ტონებშია მოცემული, ამიტომ ამ ტიპის სიგარეტის კოლოფის რაოდენობა დავიანგარიშეთ იმ დაშვებით, რომ 1 სიგარეტი შეიცავს 1 გრამ თამბაქოს. გარდა ამისა, სიგარეტის ბაზრის ზომა დავიანგარიშეთ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაყიდული აქციზის ნიშნების რაოდენობის მიხედვით.

"ქარხნულად დამზადებული სიგარეტის კოლოფების რაოდენობაზე Euromonitor International-ს, საქსტატსა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემები ემთხვევა ერთმანეთს. 2017 და 2018 წელს ბაზრის ზომის შეფასებაც თითქმის იდენტურია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამივე წყარო ერთსა და იმავე დინამიკას აჩვენებს: 2017 წლიდან სიგარეტის ბაზრის ზომა სწრაფად მცირდება, რაც ქვეყანაში გატარებული თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სერიოზულ მიღწევებზე მიუთითებს. ყველაზე დიდი შემცირება 2019 წელს მოხდა, როდესაც ქარხნულად დამზადებული სიგარეტების გაყიდვა საქსტატის მონაცემებით 44%-ით, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით კი 52%-ით შემცირდა," - განმარტავენ ორგანიზაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system