თავში

2019 წელს სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა

2019 წელს სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა
2019 წელს სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა

2019 წელს რეგისტრირებული სასტუმროების რაოდენობა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2,6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორამაციას ,,სტატისტიკის ეროვნული სამსახური" აქვეყნებს. სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების შესახებ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, შარშან საქართველოში 1 682 რეგისტრირებული სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, რომელიც ორგანიზაციების დეკლარირებულ მონაცემებს ეყრდნობა, გასულ წელს სასტუმროების ნომრების რაოდენობა გაიზარდა 5.5%-ით და 35,101-სს გაუტოლდა. ასევე, გაზრდილია (4.8%) სასტუმროებში არსებული ადგილების საერთო რაოდენობა 76 300-მდე.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს სასტუმროებში დასაქმებული იყო 20 575 ადამიანი (ზრდა წინა წელთან - 6.7%), რომელთა უმეტესობას (57.3 %) ქალები წარმოადგენდა.
რაც შეეხება, განთავსების სტატისტიკას, შარშან 1 682 სასტუმრო - 4 მლნ სტუმარს მოემსახურა ანუ 9.5%-ით მეტს, ვიდრე შარშან იყო. აღსანიშნავია, რომ სტუმართა 71.5 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 18.5 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, რაც 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით აღემატება. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის (3.3%) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი ისრაელისა (12.4 %) და თურქეთის (9.7 %) მოქალაქეებს ეკავათ.
როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად (79.9%) რეკრეაციისა და დასვენების მიზნით სტუმრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა, თუმცა სასტუმროებში განთავსებულ უცხოელ სტუმართა შორის აზერბაიჯანის მოქალაქეების წილი - 3.5%, ხოლო სომხეთის მოქალაქეების წილი 3%, რაც შესაძლებელია აიხსნას იმით, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან  საქართველოს ძირითადად, ნათესავების მონახულების ან სხვა ისეთი მიზნით სტუმროებენ, რის გამოც მათი დიდი ნაწილი სასტუმროს მომსახურებით არ სარგებლობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system