თავში

2019 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია

2019 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია
2019 წლის ბიზნესდაჯილდოების  გამარჯვებულები ცნობილია

2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის წელს მეოთხედ ჩატარდა და 5 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდა.

თიბისი ბანკთან ერთად გამარჯვებულები დააჯილდოვეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა და ფონდი „ეფსეს“ წარმომადგენელმა ივანე ლეკვთაძემ. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ ფონდი „ეფსე“ და თიბისი ლიზინგი.

წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლას გადაეცა.

გამარჯვებულები კი ნომინაციების მიხედვით ასე გადანაწილდა:

soplidan.ge - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

„მიკროგრინი“ - თანამშრომლებზეგანსაკუთრებულიზრუნვისთვის

WELY - საუკეთესო ინოვაციების შექმნისთვის

plasticwatcher.ge - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

Profy - საუკეთესო სტარტაპის შექმისთვის

წელს პრიზები უცვლელი დარჩა:

გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. 

თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system