თავში

2019 წლის რეკორდი ექსპორტში

2019 წლის რეკორდი ექსპორტში
2019 წლის რეკორდი ექსპორტში

2019 წელს ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

რეკორდულია, როგორც მთლიანი ექსპორტის ასევე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მოცულობაც.

სტატისტიკის ეროვნული სამსხურის ინფორმაციით, შარშან საქართველოდან 223 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, (ზრდა +13.2%);

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი: 133.5 მლნ აშშ დოლარი - 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელი (ზრდა + 21.2%);

თხილის ექსპორტი ზრდა: 67 მლნ აშშ დოლარი - 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელი (ზრდა + 10.6%).

ტანსაცმლის ექსპორტი: 56.9 მლნ აშშ დოლარი - რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 53.2%);

ციტრუსის ექსპორტი: 21 მლნ აშშ დოლარი - რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 44.4%);

ატმის, გარგარის, ალუბლის, ბლის, ქლიავის და ღოღნოშოს ექსპორტი: 13 მლნ აშშ დოლარი - რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა +53.2%);

სანელებლების ექსპორტი: 11 მლნ აშშ დოლარი - რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 24.7%);

ვაშლის, მსხლის და კომშის ექსპორტი: 5 მლნ აშშ დოლარი - რეკორდული მაჩვენებელი (ზრდა + 210 %);

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი 489 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

 2019 წლის ექსპორტის მოცულობა 3.8 მილიარდი აშშ დოლარს აღწევს და წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.4%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით ექსპორტი 18.7%-ით გაიზარდა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელმა 825.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა +13%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system