თავში

2020-25 წლებში საქართველოში $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებია დაგეგმილი

2020-25 წლებში საქართველოში $20-25 მლრდ საინვესტიციო
2020-25 წლებში საქართველოში $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებია დაგეგმილი

"გალტ & თაგარტმა" საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე პრეზენტაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიამ წინა პლანზე წამოწია ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების აუცილებლობა.

საინვესტიციო აქტივების მმართველი კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ ინფორმაციით, სახელმწიფო და კერძო სექტორში $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებია დაგეგმილი 2020-25 წლებში.

დოკუმენტის მიხედვით, 10 მილიარდამდე მოხმარდება საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტებზე კი 5 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება, ორნახევარი მილიარდი დოლარია გათვალისწინებული ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, 1.7 მილიარდად კი ამ ხუთი წლის განმავლობაში აშენდება სასტუმროები, ხოლო 4 მილიარდი დოლარით კი ქვეყანაში 2020-2025 წლებში აშენდება ჰესები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system