თავში

2020 წელი კომერციულმა ბანკებმა 99.262 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს

2020 წელი კომერციულმა ბანკებმა 99.262 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს
2020 წელი კომერციულმა ბანკებმა 99.262 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს

2020 წელს საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ 99.262 მლნ ლარი შეადგინა. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ანალიტიკურ ანგარიშში. 

მონაცემები აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში კომერციული ბანკიების მოგება დაახლოებით 10-ჯერაა შემცირებული. 2019 წელს, პანდემიამდე წელს ბანკების წმინდა მოგება 953,635 მლნ ლარი იყო.

2020 წლის განმავლობაში კომერციული ბანკები წაგებაზე მხოლოდ მარტში გავიდნენ, როცა მათი ზარალი 943,1 მილიონს გაუტოლდა. წლის ბოლო თვეში, დეკემბერში, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 100,730 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 16,249 მლნ ლარით მეტია წინა თვესთან შედარებით (84,481 მლნ ლარი - ნოემბერი) და 31,289 მლნ ლარით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (132,019 მლნ ლარი).

ცნობისათვის, დღეს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system