თავში

2020 წელი საფონდო ბირჟამ 2,365,512,201.97 კაპიტალიზაციით დაასრულა

2020 წელი საფონდო ბირჟამ 2,365,512,201.97 კაპიტალიზაციით დაასრულა
2020 წელი საფონდო ბირჟამ 2,365,512,201.97 კაპიტალიზაციით დაასრულა

2020 წელი საფონდო ბირჟამ 2,365,512,201.97 კაპიტალიზაციით დაასრულა. ბირჟაზე მთელის წლის განმავლობაში დოლარში 115 გარიგება დაიდო, 8148 ფასიან ქაღალდზე ღირებულება 8 662 202.99 დოლარი იყო (28,382,574 ლარი).

ბირჟაზე ძირითადი აქტივობა ე.წ „ფიქსინგზე" მოდიოდა. საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიებზე კი, წლის განმავლობაში მხოლოდ 48 გარიგება დაიდო. 91 086 ფასიან ქაღალდზე დადებული გარიგებების ჯამურმა ღირებულებამ 46 135 ლარი შეადგინა. 

"ფიქსინგით" ლარში გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე 24 გარიგება დაიდო. 5 027 539 ფასიანი ქაღალდზე გაფორმდა 4 136 944.76 ლარის ღირებულების გარიგება. ჯამში, „ფიქსინგით“ და სავაჭრო სესიებზე 52,565,654 ლარის ღირებულების გარიგებები დაიდო (31 დეკემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით).

2020 წელი საქართველოს საფონდო ბირჟისთვის ისტორიულ წლად ფასდება. 2008 წლის შემდეგ პირველად, 2020 წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსება (IPO) მოხდა.

გასულ წელს ბირჟა 10-მა კომპანიამ დატოვა.

გასული კვირაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიებისთვის აქციებზე ფასი გაიზარდა.

"გალტ ენდ თაგარტის" ცნობით, საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 630 მლნ დოლარია, თიბისის - 728 მლნ, საქართველოს კაპიტალის - 204 მლნ დოლარი.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 12.82 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.08% წინა კვირასთან შედარებით და +6.13% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 152 ათას აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 5.56 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.96% წინა კვირასთან შედარებით და +4.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 167 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 5.25 – 5.68 დიაპაზონში.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 13.24 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.92% წინა კვირასთან შედარებით და +11.26% წინა თვესთან შედარებით.

ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 4 ქართული კომპანიაა დალისტული. ესენია: "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი", საქართველოს ბანკის ჯგუფი, საქართველოს კაპიტალი და თიბისი ბანკის ჯგუფი.

შეგახსენებთ, USAID მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას შექმნას თანამედროვე, გლობალურად ინტეგრირებული კაპიტალის ბაზარი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პირობაა მეწარმეობაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდისთვის. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს კანონი საინვესტიციო ფონდების შესახებ საფუძველს ქმნის საწარმოების ეკონომიკური ზრდისთვის სილქნეტის მიერ დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვება ადასტურებს, რომ საქართველოში იქმნება კაპიტალის ბაზრის თანამედროვე ეკოსისტემა.

"ახალი კანონმდებლობა ქმნის ისეთ მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც აუცილებელია გლობალურად-ინტეგრირებული პორტფელური ინვესტიციების განხორციელებისთვის, იგულისხმობა კაპიტალის ბაზრები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ ქართული ბიზნესი კაპიტალის დივერსიფიცირებული წყაროებით (უცხოური და შიდა) და მომავალში ხელი შეუწყონ მათი საქმიანობის გაფართოებას. ზოგადად, პორთფელური ინვესტიციები ორი მიმართულებით შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას. ერთის მხრივ, ქართველ ინვესტორებს გაუმარტივდებათ უცხოურ ფასინი ქაღალდების ბაზრებზე ვაჭრობა, მეორეს მხრივ, ქართულ ბიზნესს გაუჩნდება წვდომა საერთაშორისო კაპიტალის უფრო ფართო სპექტრზე, რაც საწარმოებს ზრდის შესაძლებლობას მისცემთ. არსებულ რეალობაში, ეს მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუ გავითვალისწინებთ, რომ COVID-19-ის გამო ბანკები იძულებული არიან უფრო მეტად კონსერვატიული სასესხო პრაქტიკა დანერგონ, რაც ზღუდავს შიდა კაპიტალის მიწოდებას,"- განმარტავენ USAID-საქართველოს ოფისში. მათივე ცნობით,USAID საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან პარტნიორობით ხელს უწყობს რეფორმის განხორციელებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system