თავში

2020 წელს 110 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა

2020 წელს 110 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა
2020 წელს 110 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში 110 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.1 პროცენტი - ქვემო ქართლში, 16.4 პროცენტი - კახეთში, 12.7 პროცენტი - შიდა ქართლში, 12.7 პროცენტი - იმერეთში, 11.8 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 25.5 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული:

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 2020 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 58 523 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური რაოდენობა).

2020 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 288.3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 37.8 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 62.2 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 005.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2020 წლის განმავლობაში 37 180.4 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 46.7 პროცენტი - ფრინველის, 21.7 პროცენტი - ღორის, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system