თავში

სარეზერვო ფონდიდან 14.7 მილიონი ლარის ხარჯი გაიცა - კვლევა

სარეზერვო ფონდიდან 14.7 მილიონი ლარის ხარჯი გაიცა - კვლევა
სარეზერვო ფონდიდან 14.7 მილიონი ლარის ხარჯი გაიცა - კვლევა

IDFI-მ შეისწავლა 2020 წელს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკა.

 64 მუნიციპალიტეტიდან IDFI-ის მოთხოვნა სარეზერვო ფონდების შესახებ უპასუხოდ დატოვა 9 მუნიციპალიტეტმა. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაარღვიეს: ადიგენის, ახალქალაქის, ახმეტის, ბოლნისის, ლანჩხუთის, ლენტეხის, სიღნაღის, შუახევის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტთა მერიებმა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, IDFI-მ კვლევის ფარგლებში გაანალიზა 54 მუნიციპალიტეტის მიერ სარეზერვო ფონდის რესურსით გაწეული ჯამში 14.7 მილიონი ლარის ოდენობის ხარჯების შესახებ ინფორმაცია.

2020 წელს, 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეულია 14.7 მილიონი ლარის ხარჯი.

2020 წელს, 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯის 63% (9.26 მილიონი ლარი) 4 ყველაზე დიდი ქალაქის (თბილისი - 6.21 მილიონი ლარი, ბათუმი -1.25 მილიონი ლარი, რუსთავი - 1.18 მილიონი ლარი, ქუთაისი - 620 ათასი ლარი) სარეზერვო ფონდზე მოდის.

 კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მთელი რიგი მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდების ათვისების დაბალი მაჩვენებლები. მაგალითად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან ხარჯი საერთოდ არ გაწეულა.

2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯების ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სარეზერვო ფონდების ოდენობის განსაზღვრის და მისი ათვისების პრაქტიკა განსხვავებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system