თავში

2020 წელს ირიგაციაზე ფერმერებმა 3 847 330 ლარი დაზოგეს

2020 წელს ირიგაციაზე ფერმერებმა 3 847 330 ლარი დაზოგეს
2020 წელს ირიგაციაზე ფერმერებმა 3 847 330 ლარი დაზოგეს

სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 34 600 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 3 847 330 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველთვიური გამოცემის „ჩვენი სოფლის“ დეკემბრის ნომერში. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს. 

ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან 10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე. 

დღეის მდგომარეობით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა 34 600 აბონენტმა. ბენეფიციართა დანაზოგმა 3 847 330 ლარი შეადგინა. 

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მელიორაციის მიმართ არსებული 8 მლნ ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2020 წლამდე წარმოიქმნა, სრულად ჩამოეწერა 42 ათასამდე ფერმერს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system