თავში

"2020 წელს კომერციული ბანკების მომგებიანობა ნულთან ახლოს იქნება"

"2020 წელს კომერციული ბანკების მომგებიანობა ნულთან ახლოს იქნება"
2020 წელს კომერციული ბანკების მომგებიანობა ნულთან ახლოს იქნება

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2020 წელს კომერციული ბანკების მომგებიანობა ნულთან ახლოს იქნება. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, პანდემიამდე საბანკო სექტორი მაღალი მომგებიანობით ხასიათდებოდა, 2019 წელს საშუალო უკუგება კაპიტალზე 18 პროცენტის ფარგლებში იყო. პანდემიის შედეგად, წმინდა მოგება უარყოფითი გახდა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მინუს 747 მილიონი ლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი მოგება „კოვიდ-19“-ის პირობებში წარმოქმნილი ნეგატიური მოლოდინების დასაბალანსებლად შექმნილი რეზერვებით არის განპირობებული. მაღალი საოპერაციო შემოსავლების წყალობით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ, ბანკებს საშუალება ექნებათ, მომგებიანობის ჯანსაღი დონე აღიდგინონ. გარდა ამისა, „კოვიდ-19“-ის შოკის გავლენის შესამცირებლად მიღებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ზომები მომგებიანობაზე გარკვეულწილად დადებითად აისახება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა მოკლევადიანი მოგების მიღების მიზნით, ზედმეტი რისკი არ დააგროვონ“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა. 

ანგარიშში შეფასებულია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობა და რისკები და ძირითადი აქცენტი გაკეთებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის. ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, ასევე, მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს. 

გარდა ამისა, ანგარიშში ვრცლადაა წარმოდგენილი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. კერძოდ, დეტალურადაა მიმოხილული მთლიან ფინანსურ სისტემაზე ორიენტირებული მაკროპრუდენციული ზომები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ღონისძიებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system