თავში

2020 წელს მალთაყვას ახალი ბულვარი ექნება

2020 წელს მალთაყვას ახალი ბულვარი ექნება
2020 წელს მალთაყვას ახალი ბულვარი ექნება

„2020 წელს მალთაყვის ბულვარის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება,“ - ამის შესახებ ფოთის მერის პირველმა მოადგილემ კოტე თოფურიამ განაცხადა.

როგორც თოფურია განმარტავს, მალთაყვის სანაპირო ზოლის და ბულვარის განვითარების არსებული პროექტი იცვლება და ტერიტორიის ხელახლა პროექტირებაზე ფოთის მერიის მხრიდან დავალება უკვე გაცემულია. მისივე თქმით, მალთაყვის სანაპირო ზოლის და ბულვარის პროექტირებაზე ტენდერი მიმდინარე წელს გამოცხადდება, რის შემდეგაც ფოთოს მერია ტენდერს ხოლო მშენებლობაზეც გამოაცხადებს. თოფურიას თქმით, პროექტის პირობები ფოთის მოსახლეობასთან შეთანხმებულია.

ცნობისთვის: ფოთის მერიამ მალთაყვის სანაპირო ზოლის და ბულვარის განვითარებაზე მომუშავე უკრაინულ სამშენებლო კომპანია "ANT STROI LTD-თან 2016-თან" დადებული კონტრაქტი მიმდინარე წელს შეწყვიტა. ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოში უკრაინული კომპანიის წარმომადგენლობის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არაჯეროვნად იყო შესრულებული. ფოთის მერიამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია 182 ათასი ლარი ბიუჯეტში დააბრუნა.

კურორტ მალთაყვის სანაპირო ზოლის და ბულვარის განვითარება 2014 წელს დაიწყო. პირველი ეტაპი გზის და კანალიზაციის სისტემების მოწესრიგებას უკავშირდებოდა, რომელიც დასრულდა, თუმცა მეორე ეტაპი ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ აღარ განხორციელდა.

პროექტის განხორციელების შედეგად „მალთაყვას“ 3 კილომეტრიანი ახალი კეთილმოწყობილი ბულვარი და „ვეიკ პარკი“ (წყალსათხილამურო ატრაქციონი) ექნება. სწორედ „ვეიკ პარკის“ დახმარებით მალთაყვა ტურისტებს 7-8 თვის განმავლობაში უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system