
2020 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება 6.4 პროცენტით შემცირდა და 1 212.0 ათასი მ3 შეადგინა. ამავე პერიოდში შემცირებულია ასევე სხვა ბიოსაწვავისა და ნარჩენების წარმოება.
Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ანგარიშს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (75.0 პროცენტი) მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებიდან წარმოებული ენერგია (17.1 პროცენტი), რაც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.