თავში

2020 წელს სტერლინგი ევროსთან მიმართებაში 6%-ით გაუფასურდა

2020 წელს სტერლინგი ევროსთან მიმართებაში 6%-ით გაუფასურდა
2020 წელს სტერლინგი ევროსთან მიმართებაში 6%-ით გაუფასურდა

2021 წლის დასაწყისში მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი იყო ბრექსიტის შეთანხმება. მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ ბრექსიტის პირობებზე. 

galt & taggart-ის მიხედვით, 2020 წელს სტერლინგი ევროსთან მიმართებაში 6%-ით გაუფასურდა და გაუფასურება 2021 წლის პირველ ორ კვირაშიც გაგრძელდა.

ცნობისთვის, ბრექსიტი - Brexit არის შემოკლებული ფორმა British exit-ისა, რაც ნიშნავს „ბრიტანეთის გასვლას“. ამ სიტყვას იყენებენ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

2016 წლის 23 ივნისს, ხუთშაბათს დიდ ბრიტანეთში გაიმართა რეფერენდუმი. ბრიტანელ მოქალაქეებს მხოლოდ ერთ შეკითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი - ბრიტანეთი უნდა დარჩეს ევროკავშირში თუ უნდა დატოვოს ის?

რეფერენდუმი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვების მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 52%-მა ხმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას მისცა, თუმცა ეს არ მომხდარა მყისიერად. ქვეყანამ ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system