თავში

2020 წლამდე ელექტროენერგიის გაძვირდება მოსალოდნელი არ არის

2020 წლამდე ელექტროენერგიის გაძვირდება მოსალოდნელი არ არის
2020 წლამდე ელექტროენერგიის გაძვირდება მოსალოდნელი არ არის

სემეკის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის გადასახადის არ გაიზრდება, თუმცა 2020 წლისთვის ის ამას არ გამორიცხავს.

„ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის 2020 წლის ბოლოს ამის საჭიროება დადგეს. ევროპის მარეგულირებელი შესაბამისად, დღეს ჩვენთან წყლის სამომხმარებლო ტარიფი უფრო დაბალია, კომერციული - მაღალი. ამ საკითხზე ცალკე მუშაობა მოგვიწევს და ეს მოდელი დიდხანს ალბათ, ვერ შენარჩუნდება," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, არა ყოველ წელს, არამედ სამი წლის ვადით განისაზღვროს. 

„ბუნებრივი აირის სექტორშიც გვინდა, რომ გადავიდეთ სამწლიან ტარიფებზე. ამან გაამართლა ელექტროენერგიისა და წლის ტარიფებთან დაკავშირებით, რადგან საშუალოვადიან პერიოდში ვხედავთ სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. გაზის სექტორშიც ვხედავთ, რომ შესაძლებელია და კანონმდებლობაც გვაძლევს საშუალებას, სამწლიანი ტარიფები დავადგინოთ“, - აცხადებს ნარმანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system